ჩვენი მმართველი გუნდი გამორჩეულია სამშენებლო სექტორში დაგროვილი მნიშვნელოვანი გამოცდილებით, რაზეც მიუთითებს წლების განმავლობაში დასრულებული არაერთი საცხოვრებელი, კომერციული თუ სხვა მულტიფუნქციური პროექტი.
დღეს ჩვენს პორტფელში თბილისის მასშტაბით ხუთი დასრულებული და ორი მიმდინარე პროექტია. აღსანიშნავია, რომ პროექტების ნაწილი მმართველი გუნდის მფლობელობაშია, კერძოდ, დასრულებული სასტუმროს ტიპის შენობები ჯამში დღეს 400 - მდე ნომერს ითვლის, რომლებიც მაღალი დატვირთვით ოპერირებენ და ქმნიან სტაბილურ ფინანსურ ნაკადს ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის.
მმართველი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტებია: დრო და ხარისხი - დათქმულ ვადებში მაღალი ხარისხით შესრულებული პროექტები გამოგვარჩევს სამშენებლო სფეროში.
„სამგორი თაუერის“ მაგალითზე ჩვენ ვქმნით კომფორტულ და უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს, რომელიც მორგებულია თანამედროვე ადამიანის ცხოვრების სტილსა და საჭიროებებზე.